საქართველო

საქართვლოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 266-მდე გაიზარდა, აქედან 67 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართვლოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 266-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 67 ადამიანი, გარდაცვლილია 3 პაციენტი. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ვებ-გვერდის ცნობით, კარანტინის რეჟიმში 4872 იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 453 რჩება.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 3-ს შეადგენს.