საქართველო

საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა საქართველოში, სოფელ სამებასთან თბილისის დროით 22:25 საათზე მოხდა.

ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა ნგრევა ძლიერ მიწისძვრას, ეპიცენტრის მიმდებარედ, დასახლებულ ადგილებში.