საქართველო

საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით“ აცრა მათი ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად იქნება შესაძლებელი

„იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში შემავალი ბავშვების ვაქცინაციას „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მშობლის გადაწყვეტილებითა და თანხმობით, რაც არასრულწლოვნების შემთხვევაში, აუცილებელი მოთხოვნაა სამედიცინო ჩარევისას, ამ ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებს, შეუძლიათ, მიმართონ ამცრელ ცენტრებს და მიიღონ „ფაიზერის“ დოზა.

დღემდე საქართველოში, 12-დან 15 წლამდე ასაკის მხოლოდ მაღალი რისკის მქონე მოზარდების აცრა იყო შესაძლებელი.