საქართველო

საქართველოში „ფაიზერის“ 29 250 დოზა შემოიტანეს

საქართველოში „ფაიზერის“  29 250 დოზა შემოიტანეს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოში გამოიყენება მხოლოდ ჯანმოს ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები, რაც ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტიაა.

უწყების ცნობით, 25 მარტიდან მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რომელთაც ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის.

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!

აცრა ნებაყოფლობითია“, აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.