საქართველო

საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი დასრულდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში დასრულდა. სახელმწიფო მდივანმა საქართველო დატოვა.

მაიკ პომპეო თბილისის აეროპორტიდან ათდღიანი ტურნეს ფარგლებში ისრაელში გაემგზავრება.

პომპეო აშშ-ში დაბრუნების შემდეგ მედიასთან ტურნეს შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში გუშინ, 17 ნოემბერს ჩამოვიდა.