საქართველო

საქართველოში კორონავირუსის კიდევ თერთმეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ თერთმეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, ინფიცირებულთა რიცხვი 1039-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა კი – 900-ს. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 232 პირი იმყოფება, კარანტინის რეჟიმში კი 5687 ადამიანი რჩება.

საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი 41-ს შეადგენს.