საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

საქართველოში კორონავირუსის სულ 1 018 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 895 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 497 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.