საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 981 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 851-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4851 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231.