საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 2 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 973 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 846-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი 31-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4851 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231.