საქართველო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ქვეყანაში კორონავირუსი სულ 968 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 844 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4425 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 222.