საქართველო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1344 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 216 პაციენტი რჩება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. პირი, რომელსაც კორონავირუსი საქართველოში პირველად დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.