საქართველო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ვებ-გვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

სულ ქვეყანაში კორონავირუსი 963 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 841 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3903 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 202.