საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 953 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 830-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3828 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –192.