საქართველო

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი. ინფორმაციას მთავრობის სპეციალურ ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 943 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 821-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3080 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.