საქართველო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას ვებგვერდი StopCov.ge აქვეყნებს.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 931 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 794 გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2809 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 229.