საქართველო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ვებ-გვერდი StopCov.ge აქვეყნებს.

ქვეყანაში კორონავირუსი სულ 926 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 791 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2687 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 207.