საქართველო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ვებ-გვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსი 919 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 780 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2687 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 260.