საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 914 შემთხვევაა დადასტურებული, არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და ის 768-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2744 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 258.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.