საქართველო

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 895 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი, შესაბამისად, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 741-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2855 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264.