საქართველო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა, 7 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა, 7 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვებგვერდი www.StopCov.ge აქვეყნებს.

საქართველოში კორონავირუსი 888 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 731 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2710 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 267.