საქართველოში კორონავირუსის კიდევ 15 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალურ ვებგვერდი www.stopcov.ge ავრცელებს.
ამავე ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სულ 879 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ერთით გაიზარდა და 704-ს შეადგენს.
კორონავირუსით ქვეყანაში 14 ადამიანი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2795 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.