საქართველო

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა- აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადამყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ ტესტი 15 პაციენტს ჩაუტარდა, დადებითი პასუხი კი მხოლოდ ერთს ჰქონდა.

მანვე აღნიშნა, რომ პაციენტი, რომელსაც ტესტში დადებითი პასუხი აღმოაჩნდა, ბოლო 3 შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტია.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული 50 წლის საქართველოს მოქალაქე იყო, რომელიც ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ის უკვე სრულად გამოჯანმრთელდა და ინფექციური საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს.