საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ვებგვერდ StopCov.ge გამოქვეყნდა.
ქვეყანაში კორონავირუსი 837 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 697 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3213 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 303.