საქართველო

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

შესაბამისად, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 828 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 694-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3230 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285.