საქართველო

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდმა – stopcov.ge გამოაქვეყნა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 809 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 11 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 674-ს შეადგენს.