საქართველო

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 808 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი, შესაბამისად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 663-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსით ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2955 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.