საქართველო

საქართველოში კორონავირუსით მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა.

გარდაცვლილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდანაა. პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი ქვეყანაში სულ 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა.