საქართველო

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის  კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 418 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.