საქართველო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამიკი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 576-ს შეადგენს.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სულ 12 პაციენტი გარდაიცვალა.