საქართველო

საქართველოში კორონავირუსით მხოლოდ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ვებგვერდი StopCov.ge აქვეყნებს.

შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსი 723 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 495 უკვე გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსით 12 პირი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3614 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 316.