საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი, StopCov.ge ავრცელებს.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 652 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელთა რაოდენობა კი  383-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 11 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4246 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 394.