საქართველო

საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, 32 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი, stopcov.ge აქვეყნებს.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 639 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 349-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 4769 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში უკვე 11 პაციენტი გარდაიცვალა.