საქართველო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

გარდაცვლილი 81 წლის ასაკის მამაკაცია, რომელიც კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა.

კლინიკა „მედალფაში“ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულის გარდაცვალების ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

აღსანიშნავია, რომ კლინიკა „მედალფაში“ პირველი გარდაცვლილი პაციენტი აღნიშნული მამაკაცის მეუღლეა.

ქვეყანაში კორონავირუსი სულ 638 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 317 უკვე გამოჯანმრთელდა.