საქართველო

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებგვერდი, stopcov.ge ავრცელებს.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 626 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 297 მოქალაქე.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4702, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 459 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსს ათი პაციენტი ემსხვერპლა.