საქართველო

საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 269 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 269 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 5083 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 505 მოქალაქე რჩება.

საქართველოში COVID-19-ს უკვე 9 ადამიანი ემსხვერპლა.