საქართველო

საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 5028 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 537 მოქალაქე რჩება.

საქართველოში COVID-19-ით უკვე 9 ადამიანი გარდაიცვალა.