საქართველო

საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი, მე-9 პაციენტი ემსხვერპლა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი, stopcov.ge ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, პაციენტი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 589 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 221 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

არანტინის რეჟიმში 5260 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553.