საქართველო

საქართველოში კორონავირუსით მერვე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მერვე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge აქვეყნებს.

განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 16-ით გაიზარდა და საერთო ჯამში ვირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 207 უკვე გამოჯანმრთელდა, მათ შორის 23 ბოლო 24 საათში.

ამჟამად კარანტინის რეჟიმშია 5 152  ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 551 ადამიანი იმყოფება. ინფექციას ქვეყანაში სულ 8 ადამიანი ემსხვერპლა. მეშვიდე პაციენტი, 83 წლის მამაკაცი გუშინ, 1 მაისს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.