საქართველო

საქართველოში კორონავირუსი 566 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 184 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 566 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 184 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 5243 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 550 ადამიანი რჩება.

საქართველოში COVID-19-ით 6 ადამიანი გარდაიცვალა.