საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 178 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 22 შემთხვევა გამოვლინდა, შესაბამისად, დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი ამ დროისთვის 539-ს შეადგენს. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალურ ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ვებგვერდის ინფორმაციით, სულ გამოჯანმრთელებულია 178 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 5256 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 548.

COVID-19-ის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.