საქართველო

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კი ამ დროის მონაცემებით 456-ს შეადგენს. ინფორმაციას ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

კარანტინის რეჟიმში – 5206 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 მოქალაქე რჩება.