საქართველო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 408-მდე გაიზარდა, მათ შორის 95 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 408 ადამანს დაუდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 95 პაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია 4779 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 561 მოქალაქე რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა.