საქართველო

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 402 შეადგინა, მათ შორის გამოჯანმრთელებული 95, გარდაცვლილი კი 4 პაციენტია. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

312-ით შემცირდა კარანტინის რეჟიმში მყოფთა რაოდენობა და ამ დროისთვის კარანტინში 5 094 ადამიანის ნაცვლად 4 782 იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 547-ის ნაცვლად ამჟამად 503 მოქალაქეა მოთავსებული – 44-ით ნაკლები.

უცხოეთიდან ქვეყანაში სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ისევ 3-ს შეადგენს.