საქართველო

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 300-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 69 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 300-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელებული კვლავ 69 პაციენტი რჩება, ხოლო გარდაცვლილია 3 პაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერედი stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია 4990 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 462 მოქალაქე რჩება.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.