საქართველო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 296-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 296-მდე  გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 68-ს შეადგენს. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერედი stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 434 მოქალაქე რჩება.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში covid-19-ით 3 ადამიანია გარდაცვლილი.