საქართველო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 227 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 52 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 227-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი უკვე 52-ს შეადგენს. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 4829 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410 მოქალაქე რჩება.

საქართველოში COVID-19-ით 3 მოქალაქეა გარდაცვლილი.