საქართველო

საქართველოში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა. თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, რომ გარდაცვალებული თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი 81 წლის ქალია.

ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა შეყვანისთანავე უკიდურესად მძიმე იყო, რასაც თანმხლები დაავადებები განაპირობებდა.

„ქალბატონი გადმოყვანილი იყო თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 აპრილს. მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად. ჩატარებული კვლევის შედეგად, პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითქმია, გულის ქონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზიით“, განაცხადა ლევან რატიანმა.