საქართველო

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელობის განცხადებით, გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და თანმხლები დაავადებები ჰქონდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი მარნეული-ბოლნისის ჯგუფს განეკუთვნებოდა.„ქალბატონი კლინიკაში შემოიყვანეს კრიტიკული მდგომარეობით. ნებისმიერმა ვირუსულმა პათოლოგიამ შეიძლება, გამოიწვიოს ასეთი პაციენტების დამძიმება, სამწუხაროდ, მაღალი ლეტალობის გამოსავლით“, – განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა.