საქართველო

საქართველოში კორონავირუსი 148 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 27 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 148-მდე გაიზარდა, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ვებ-გვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში ამჟამად 5550 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 281 მოქალაქე რჩება.