საქართველო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 14-ს შეადგენს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4641 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 239 პაციენტია.